დეკემბერი 10, 2022

მილანის ,,ინტერი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგები ანტონიო კონტემ დატოვა.

კონტეს წასვლის ამბავი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

მილანური კლუბიდან კონტეს წასვლის მიზეზად გუნდში არსებული ფინანსური კრიზისი სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით
,,ინტერის” ხელმძღვანელობას წამყვანი ფეხბურთელების გაშვება და ფინანსური პრობლემების ასე გადაწყვეტა აქვს დაგეგმილი.

51 წლის ანტონიო კონტე მილანის ,,ინტერს” სათავეში 2019 წლიდან ედგა.
მან კლუბს 11-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაპოვებინა.
გასულ სეზონში კი მილანელები ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.