
თბილისის „დინამოში“ გიორგი ნემსაძეს კახა ცხადაძე შეცვლის. ინფორმაცია ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა და ამბავი „პრაიმსპორტს“ სანდო წყარომაც დაუდასტურა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წარმომადგენლებს არც ნემსაძის გადადგომასთან და არც ცხადაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ, მაგრამ კლუბი უახლოეს დღეებში ცვლილებებზე ვრცლად ილაპარაკებს.
შეგახსენებთ, რომ ცხადაძე „დინამოს“ 2005-2006 წლებშიც წვრთნიდა, ბოლოს კი ყაზახურ „ორდაბასს“ თავკაცობდა.
რაც შეეხება გიორგი ნემსაძე, ის კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს.