
- საჩხერეში ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზის ორგანიზებით, დარბაზის მიმდებარედ ოლიმპიური ჩემპიონების, ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის სახელობის ვარსკვლავები გაიხსნა.
🇬🇪 ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
ოლიმპიურ ჩემპიონებს ლაშა ტალახაძეს და გიორგი ასანიძეს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ივანაშვილმა, ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
” საზოგადოება საჩხერელის” სახელით კი ლევან ჩხეიძემ გიორგი ასანიძე ‘,,საჩხერის ერთგულების მედალით” დააჯილდოვა.
სტატია მომზადებულია მანანა ლეშკაშელის მიერ.