მაისი 24, 2022

დღეს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში უეფას ევროპა ლიგის ფინალირი ორთაბრძოლა შედგება.

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ესპანური ,,ვილიარეალი” და ინგლისური კლუბი ,,მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან.

,,ვილიარეალი” შეხვედრას სრული შემადგენლობით ხვდება. მათ
ერთადერთი იბორა აე ეყოლებათ.
,,წითელი ეშმაკების” ლაზარეთში ფრანგი ენტონი მარსიალი და ფილ ჯონსი იმყოფებიან. ისინი ,,იუნაიტედს” ვერ დაეხმარებიან.

,,ვილიარეალმა” ლა ლიგის ბოლო ტურში ,,რეალთან” 1:2 წააგო და ტურნირი მე-7 საფეხურზე დაასრულა.
გუნდს ,,კონფერენს ლიგის” საგზური მოიპოვა, თუმცა თუ დღეს გამარჯვება იზეიმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” კი ორემიერლიგაში ვიცეჩემპიონის წოდება მიიღო.
ოლე გუნარ სოლკიაერის ბიჭებმა ბოლო ტურში შვედ ენტონი ელანგასა და ესპანელ ხუან მატას გოლებით ,,,ვულვზი” 2:1 დაამარცხეს.

,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,ვილიარეალი” ერთმანეთს ისტორიაში 4-ჯერ არიან შეხვედრილნი და საინტერესოა, რომ ოთხივე შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

ევროპა ლიგის ფინალი
პოლონეთი, გდანსკი

სავარაუდო შემასგენლობები:

,,ვილიარეალი”: ასენხო; ფოიტი, ალბიოლიl, ტორესი, პედრასა; პინო, კაპო, პარეხო, ტრიგუეროსი, მორენო, ბაკა
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი

,,მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ვან-ბისაკა, ბეილი, ლინდეროფი, შოუ; მაკტომინაი, ფრედი, რაშფორდი, ბრუნო ფერნანდეში, პოგბა, კავანი
მთავარი მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლკიაერი

ევროპა ლიგის ფინალური მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.