
მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ტურნირზე 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
ჯოკოვიჩმა პირველ შეხვედრაში ATP-ს რეიტინგის 253-ე ჩოგანი გერმანელი მეტს მორაინგი დააარცხა.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა მეტოქეს 2-სეტში
6-2, 7-6 სძლია.
სამშობლოში მიმდინარე ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მომდევნო მოწინააღმდეგე არგენტინელი ფედერიკო კორეა იქნება.
ბალკანურ-სამხრეთ ამერიკული ჯახი 28 მაისს, შედგება.