დეკემბერი 7, 2022

გრაცის “შტურმმა” გუნდის ქართველ ლიდერს, ოთარ კიტეიშვილს, ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის თაობაზე ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა განაცხადა.

“ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ახალ შეთანხმებას მივაღწიოთ ოთარ კიტეიშვილთან. მის აგენტთან გვქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი. კიტეიშვილი მადლიერია იმის გამო, რაც “შტურმმა” მისთვის გააკეთა. ის ასევე ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ კლუბმა შედარებით დიდი თანხა გადაიხადა მის სანაცვლოდ”, – თქვა “შტურმის” მაღალჩინოსანმა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს “შტურმთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კიტეიშვილი “შტურმში” 2018 წელს თბილისის “დინამოდან” გადავიდა. ახლახან დასრულებულ ავსტრიულ ბუნდესლიგაში მან 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.