ივნისი 10, 2023

საჩხერის „ჩიხურაში“ უმძიმესი ვითარებაა. კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე შალამბერიძის განცხადებით, „ჩიხურა“ გაკოტრების პირასაა. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო იმერულმა კლუბმა გუნდიდან 12 ფეხბურთელი გაუშვა.

გუშინ, რუსთავი 2-ზე, გადაცემა „სპორტის საათის“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე ფეხბურთელმა პრობლემებზე და კლუბის გადაწყვეტილებაზე დეტალურად ისაუბრა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდიდან გაშვებული ფეხბურთელები „ჩიხურამ“ თამაშების ჩაწყობაში დაადანაშაულა და მათთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო, თუმცა ფეხბურთელები ამას კატეგორიულად უარყოფენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.