დეკემბერი 7, 2022

Marca.ge დაუკავშირდა ტექბოლის ფედერაციის გენერალურ მდივანს დიმიტრი ბოკერიას. მას რამდენიმე კითხვა დავუსვით და საკმაოდ საინტერესო, სრულყოფილი პასუხები მივიღეთ.

– რამდენი წელია რაც საქართველოში ტექბოლის ფედერაცია ჩამოყალიბდა?

– საქართველოს ტექბოლის ფედერაცია 2018 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა.
2018 წლის 19 ოქტომბერს ჩვენი ფედერაცია გახდა ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის ფიტეკის წევრი.

– ტექბოლი მსოფლიოში დღითი დღე პოპულარული ხდება, თქვენი აზრით როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი საქართველოში ამ სპორტის მიმართ?

– ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და პასუხიც გრძელი გამოვა თუმცა მოკლედ გეტყვით რომ ტექბოლი საქართველოსთვის აბსოლუტურად ახალი გამოცდილებაა, ამიტომ ჩვენი ფედერაციის უპირველესი მიზანია მოხდეს ამ თამაშის პოპულარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ნებისმიერ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა ითამაშოს ტექბოლი.

– აპირებთ თუ არა საქართველოში ტექბოლის ნაკრების შექმნას?

– დიახ , რა თქმა უნდა ვაპირებთ , რამოდენიმე კანდიდატი უკვე გვყავს , ეხლა მწვრთნელის კანდიდატურაზე ვმუშაობთ.

– როგორც ვიცი ყველა ეროვნული ლიგის გუნდს აჩუქა ფედერაციიამ ტექბოლის მაგიდები, აპიარებთ თუ არა ტექბოლის მაგიდების დადგმას სხვადასხვა რეგიონებში?

– დიახ, ჩვენი ფედერაციის საკლუბო ტექბოლის განვითარების პროგრამის ფარგლებში , მაგიდები დაურიგდა ეროვნული ლიგის თითქმის ყველა გუნდს (ჩვენ 10ს შევთავაზეთ,მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ 8 გამოგვეხმაურა)  რა თქმა უნდა რეგიონალური განვითარება ასევე წარმოადგენს ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს. ამ ეტაპზე შექმნილია აჭარის რეგიონალური ტექბოლის ფედერაცია, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ .

– რა სამომავლო გეგმები გაქვთ ტექბოლის განვითარებისთვის საქართველოში?

– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს როგორც უკვე გითხარით ვაპირებთ სასკოლო და საუნივერსტეტო ტექბოლის აქტიურ განვიტარებას.
პირველ ეტაპზე შეიქმნება თბილისის საუნივერსტეტო ლიგა , ასევე განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ვაპირებთ რომ საპილოტე პროექტი განვახორციელოთ თბილისის ერთ-ერთი რაიონის სკოლებში და ჩავრთოთ ამ რაიონის ყველა სკოლა. რა თქმა უნდა გეგმაში გვაქვს რაც შეიძლება მეტი რეგიონის ჩართვა ტექბოლში, აჭარის შემდეგ ვაპირებთ იმერეთისა და სამეგრელოს მოცვას . ასევე უმნიშმვნელოვანესი მიმართულებაა გოგონების მეტი ჩართულობა ტექბოლში , რის მისაღწევადაც ვგეგმავთ ქალთა ფეხბურთის კლუბებთან თანამშრომლობას.

– რა ტურნირები გაქვთ წელს დაგეგმილი ტექბოლში საქართველოს მასშტაბით?

– ეს არის ამ წუთას დაგეგმილი ღონისძიებების სია , თუმცა არასრული ჩამონათვალია. სექტემბრიდან ვაპირებთ სასკოლო და საუნივერსტეტო ტექბოლის აქტიურ განვითარებას და შესაბამისად დამატებითი ღონისძიებები ჩატარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.