
ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” ტურნირის ,,როლან გაროსის” საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში გავიდა.
გორგოძემ ტურნირის პირველ წრეში მექსიკელი ჩოგბურთელი რენატა სარასუა დაამარცხა.
ქართველმა მეტოქეს 3-სეტში 6-2, 4-6, 6-4 სძლია.
ეკატერინე გორგოძე პარიზის კორტებზე შემდეგ შეხვედრას ბულგარელ ეკიცა კოცოვასთან ჩაატარებს.
ზემოთაღნიშნული ბრძოლა 26 მაისს, შედგება.