მაისი 20, 2022

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის მე-3 სუპერტურნირი ნაცუ ბაშო ოძეკი ტერუნოფუჯის ტრიუმფით დასრულდა.

მონღოლმა სუმიტორმა იუშო კეტეისენში ანუ დამატებით შეხვედრაში მოიპოვა.

სანკურაშუზე ანუ ტურნირის ფინიშზე ოძეკი ტერუნოფუჯიმ ოძეკი ტაკაკეიშოსთან ბრძოლა ცუკიოტოშის კიმარიტეთი დათმო და ორივე რიკიშის 12-3 ბალანსი გაუხდა.

კეტეისენში ანუ გადამწყვეტ ბრძოლაში ტერუნოფუჯიმ დრამატულ დაპირისპირებაში ტაკაკეიშოს ჰატაკიკომით სძლია.

ოძეკი ტერუნოფუჯიმ უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მე-4 იუშო ანუ ჩემპიონობა მოიპოვა.

ტერუნოფუჯი მომავალ ბაშოზე ცუნიტორი იქბება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მონღოლმა რიკიშიმ ოუშო ანუ ჩემპიონობა მოიპოვა იოკოძუნა გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.