მაისი 24, 2022

TRANSFERMARKT-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი განახლდა.

პირველ ადგილზე კვლავ ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება, რომელიც 15 მილიონი ევრო ღირს.

ცვლილება შეეხო საბა ლობჟანიძეს, რომელის გუნდიც თურქეთის ჩემპიონატიდან გავარდა.

საბას ღირებულება ნახევარი მილიონით დავარდა და ახლა ის 1.5 მილიონი ღირს.

ცუდი სეზონი ჰქონდა ვაკო გვილიასაც და საბას მსგავსად ნახევარი მილიონით გაიაფდა – 1.5 მილიონი.

სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ათეული:

1. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) – €15 000 000

2. დავით ხოჭოლავა (შახტარი) – €3 500 000

3. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) – €3 200 000

4. საბა კვერკველია (როტორი) – €3 000 000

5. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) – €3 000 000

6. ჯიმი ტაბიძე (უფა) – €2 500 000

7. ზურიკო დავითაშვილი (როტორი) – €2 500 000

8. ლევან შენგელია (კონია) – €2 000 000

9. გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი) – €1 800 000

10. ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი) – €1 500 000

საბა ლობჟანიძე (ანკარაგიუჯუ) – €1 500 000

ვაკო გვილია (ლეგია) – €1 500 000

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.