აპრილი 16, 2024

ნიკა სიჭინავამ არჩევანი გააკეთა – უკრაინის პრემიერლიგის პერტოვოს „ინგულეცის“ ქართველი ლიდერი ლვოვის გუნდში ითამაშებს, – ინფორმაციას „სპორტ.უა“ ავრცელებს.

 

„ლვოვის „რუხმა“ სატრანსფერო ბაზარზე დაიწყო მუშაობა და „ინგულეციდან“ თავის რიგებში თავდამსხმელი მიიწვია. წყაროს თანახმად, ლვოვის კლუბის ერთ-ერთი პირველი ახალწვეული 26 წლის თავდამსხმელი ნიკა სიჭინავაა, რომელმაც „ინგულეცი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა მას შემდეგ, რაც პეტროვოს კლუბთან ხელშეკრულება დაუსრულდა. ფეხბურთელმა და ლვოვის კლუბმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხელი ჩამოართვეს – სიჭინავა შემდეგ სეზონს „რუხში“ გაატარებს“, – წერს „სპორტ.უა“.

გასულ სეზონში სიჭინავამ უკრაინის პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა – 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. არსებული ინფორმაციით, მან ლვოვის „რუხთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნიკა დონეცკის „შახტარის“ ასაკობრივ გუნდში ვარჯიშობდა, საქართველოში კი „ვიტ ჯორჯიასა“ და ფოთის „კოლხეთში“ გამოდიოდა. ლვოვის „რუხთან“ ერთად, ქართველ ფეხბურთელს გადასვლას კოვალივკას „კოლოსშიც“ სთავზობდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *