მაისი 17, 2022

”მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ფორვარდი, სერხიო აგუერო კარიერას ”ბარსელონაში” გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ”ბლაუგრანასთან” 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს. სერხიოს ”მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში უმთავრდება. დიდია ალბთობა იმისა, რომ აგუერო ბარსელონასთან ოფიციალურ კონტრაქს ხელს მიმდინარე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოაწერს.

აგუერომ ”მანჩესტერ სიტიში” 388 მატჩი ჩაატარა და  258 გოლი გაიტანა. არგენტინელი ”ქალაქელთა” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.