
მადრიდის ,,ატლეტიკო” ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში მეთერთმეტედ გახდა.
დიეგო სიმეონეს ბიჭებმა
,,ვალიადოლიდი” დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს.
,,ატლეტიკოდან” 3 ქულის მომტანი გოლი ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გაიტანა.
ლა ლიგის ჩემპიონობა მადრიდის
,,ატლეტიკომ” 7-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგაზე ,,ატლეტიკოს” გარდა, მადრიდის ,,რეალი”,
,,ბარსელონა” და ,,სევილია” იასპარეზებენ.
ევროპა ლიგაზე ,,სოსიედადი” და ,,ბეტისი” ითამაშებენ. კონფერენს ლიგის საგზური წილად ,,ვილიარეალს” ხვდა.
პრიმერა დივიზიონიდან ,,უესკა”,
,,ვალიადოლიდი” და ,,ეიბარი” გავარდნენ.
ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი 30 გოლით ,,ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი გახდა.
,,ვალიადოლიდი” 1:2
,,ატლეტიკო”
18′ პლანო (1-0), 57′ კორეა (1-1), 67′ სუარესი (2-1)
,,რეალი” 2:1
,,ვილიარეალი”
20′ პინო (1-0), 87′ ბენზემა (1-1), 90+2′ მოდრიჩი (2-1)
,,სელტა” 2:3 ,,ბეტისი”
32′ ასპასი (1-0), 49′ მენდესი (2-0), 53′ იგლესიასი პენ. (2-1) 69′ ფეკირი (2-2), 73′ რუისი (2-3)
,,ეიბარი” 0:1 ,,ბარსელონა”
81′ გრიზმანი (0-1)
,,ელჩე” : ,,ბილბაო”
28′ ბოიე (1-0), 73 გუტი (2-0)
,,უესკა” 0:0 ,,ვალენსია”
,,ოსასუნა” 0:1 ,,სოსიედადი”
86′ ხუან პერესი ა.გ.