
VTB ლიგის 1/2 ფინალური სერიის მე-3 მატჩში თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტი” 14-ქულიანი სხვაობით 96-82 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო და 24:14 ითამაშა. მან ამ დროის განმავლობაში 9 ქულა და 6 პასი მიითვალა.
მატჩის MVP ,,ცსკას” ამერიკელი კალათბურთელი უილ კლაიბურნი გახდა. მან 24 ქულა დააგროვა.
,,ცსკა” ,,ზენიტთან” 1/2 ფინალს 2:1 იგებს.
მათი მე-4 დაპირისპირება 24 მაისს, შედგება.
სერია 3-მოგებამდე გაგრძელდება.