აპრილი 18, 2024

პორტუგალიური “პორტუს”  და იტალიური “რომას” ყოფილმა ფეხბურთელმა დმიტრი ალენიჩევმა ყაზანის რუბინის სეზონი შეაფასა და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. მისი აზრით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ფეხბურთში ფული არ არის გადამწყვეტი.

“გულახდილად, არ ველოდი, რომ რუბინი მეოთხე ადგილზე გავიდოდა. სეზონის წინ ვივარაუდე, რომ მაქსიმუმი მე-7 ადგილი იქნებოდა. ასე რომ, სამწვრთნელო შტაბმა სასწაული მოახდინა, პირველ რიგში სლუცკიმ. ცხადია, ყველაზე შთამბეჭდავი რუბინის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. ეს იმის მაგალითია, რომ კლუბების დიდი ბიუჯეტი ყოველთვის დიდ როლს არ თამაშობს,” – თქვა ალენიჩევმა.

ამავდროულად, რუსული გამოცემა RB Sport წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადასვლით დაინტერესებული არ არის და საკმაოდ ახლოსაა ინგლისის პრემიერლიგაში ტრანსფერთან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2020/21 წლების სეზონში რუბინში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა (მითვლილია მოპოვებული პენალტებიც). მას რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და არაოფიციალური ცნობებით, ყაზანელები მასში მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *