მარტი 31, 2023

როგორც მოსალოდნელი იყო გიორგი ქვილითაიამ „ანართოსისი“ დატოვა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი კვიპროსულ გუნდში განათხოვრებით თამაშობდა, ისე კი „გენტის“ საკუთრებაა.

ჰოდა, ქვილითაიასაც თემურ ქეცბაიას გუნდთან იჯარის წესის ვადა ამოეწურა და ბელგიაში ბრუნდება. მანამდე კი ქართველი ფეხბურთელი „ანართოსისს“ სოციალურ ქსელში ემშვიდობება.

„ბედნიერი და გახარებული ვარ რომ სეზონი ტიტულით დავამთავრეთ! მთელი წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, წარუმატებლობა, მაგრამ როდესაც წელს ტიტულით ამთავრებ ბედნიერებაა! მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმ ემოციებისვის რაც ფინალის წინ მივიღეთ, რამაც ძალიან დიდი მუხტი და ძალა  მოგვცა, რათა თასი ლარნაკაში ჩამოგვეტანა!

მადლობა ანორთოსისის თითოეულ წევრს იმისთვის, რომ გუნდის ოჯახის წევრად მიმიღეს, რამაც ადაპტაცია ძალიან გამიმარტივა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, მათგან ყოველთვის 100% ნდობა მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო!განსაკუთრებული მადლობა კვიპროსელ გულშემატკივარს. მათი ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება“ – წერს გიორგი ქვილითაია საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიამ „ანართოსისს“ 13 წლიანი პაუზის შემდეგ კვიპროსის თასი მოაგებინა. ფამაგუსტურმა გუნდმა ეს ნანატრი ჯილდო სწორედ ქართველი შემტევის გოლის წყალობით მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.