
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ოძეკი ტერუნოფუჯიმ მე-12 ბრძოლა მოიგო.
ტერუნოფუჯიმ მე-6 მაეგაშირა თანამემამულე მონღოლი იჩინოჯო დაამარცხა.
მონღოლების დაპირისპირებაში იუშოს ანუ ჩემპიონობისთვის მებრძოლმა რიკიშიმ მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
ტერუნოფუჯის კონკურენტმა ოძეკი ტაკაკეიშომ მე-8 მაეგაშირა ენდოსთან წააგო.
ენდომ ტაკაკეიშოს ცუკიოტოშით სძლია და ამ დაპირისპირების შემდეგ ორივე სუმიტორს 10:3 ბალანსი გაუხდა.
მაისის ბაშოს დასრულებამდე 2 დღის ადრე იუშოს შანსს ოძეკი ტერუნოფუჯის გარდა, სწორედ ოძეკი ტაკაკეიშო და მე-8 მაეგაშირა ინარჩუნებენ.
ნაცუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს ოძეკი ტერუნოფუჯი მე-8 მაეგაშირა ენდოს შეერკინება, ხოლო ოძეკი ტაკაკეიშოს წინაშე ბაშოზე ოძეკი შოდაი დადგება.