ივნისი 7, 2023

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის მე-3 სუპერტუნირ ნაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-4 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუ იორიტაოშით დოჰიოდან გადააგდო.

სამწუხაროდ, 12 დღის შემდეგ ქართველს მხოლოდ 4 მოგება გააჩნია და მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაფორმებული აქვს.

მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ჩვენებური მომავალ ბაშოს დაქვეითებული წოდებით შეხვდება.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა ტობიძარუ იქნება.

ესეც ტოჩინოშინის გამარჯვების ვიდეო: ttps://adjarasport.com/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.