მაისი 24, 2022

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

ქართველებმა ევროპის პირველობაზე 1 ოქრო და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

ევროპის ჩემპიონის ტიტული 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თეიმურაზ ვანიშვილმა მოიპოვა.
მან ოქროს მედალთან ერთად დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ვანიშვილმა პირველ წრეში ბულგარელი რუჰან ჰიუსნიუ რასიმის აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა.
ქართველმა მოჭიდავემ 1/4 ფინალში მოლდოველი ლეომიდ კოლესნიკი 10-0 გაანადგურა.

1/2 ფინალში კი გერმანელ ნიკო მეგეტლეს 4-0 მოუგო.

თეიმურაზ ვანიშვილმა ფინალში სომეხი რაზმიკ პაპიკიანი არ დაინდო და მეტოქეს 6-1 სძლია.

კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები თეიმურაზ თურმანიძემ (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ) მოიპოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.