მაისი 24, 2022

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ყაზანის ,,რუბინმა” რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლა მე-4 ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.

გუნდის ფეხბურთელებმა ამ წარმატების აღსანიშნავად, რამდენიმე ღონისძიება ჩაატარეს.

ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე კვარაცხელიას თანაგუნდელებმა ,,მოდერნ ტოკინგის”, ,,ფოლკ როკის” და ,,არ-ენ-ბის” სტილი მოირგეს, ხოლო ხვიჩა კი პიონერის ყელსახვევით იყო წარმოდგენილი.

კვარაცხელიას ყელზე პიონერის ყელსახვევის დანახვისას ქართულმა ტელევიზიებმა ,,მთავარმა” და ,,ტვ პირველმა” განგაში ატეხეს და ახალგაზრდა ფეხბურთელს დასცინეს.

ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია. იგი სულ 20 წლის გახლავთ და ყველა ადამიანს, მითიმეტეს ტელევიზიებს მეტი პასუხისმგებლობა მმართებს მისი კრიტიკის დროს, რათა მასზე ასეთმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ ფსიქოლოგიურად ცუდად არ იმოქმედოს.

ქართული გამოთქმა ასეთი ,,ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს, რომ იწველიდესო”

,,მთავარი” და ,,ტვ პირველი” კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ,,ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გამტარები არიან და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს ხშირად არღვევენ. მათთვის კანონზე და მორალზე მაღლა ამ კონკრეტული პარტიის ინტერესები დგას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც  ეს ტელევიზიები, ასევე მათი ,,კლასტერისა” და პარტიის სხვა მედია საშუალებები წარტებულ ქართველ სპორტსმენებს ლანძღავენ და თავს ესხმიან.

გავიხსენოთ ორი შემთხვევა:

მათი გალანძღვის ობიექტი ჯერ ყველაზე ძლიერი ქართველი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის კლიპში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი მოსკოვის ,,ცსკაში” გადასვლის გამო საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც გვარიანად გამოლანძღეს.

შენგელიას ,,მთავარის” უფროსმა ე.წ. ჟურნალისტმა ნიკა გვარამიამ აგინა და უშვერი სიტყვებით მოიხსენია ჩვენი ერის სიამაყე.

ეს ტელევიზიები ვიწრო პარტიული პოლიტიკური დაკვეთის გამო ქართველ სპორტსმენებისა თუ ნებისმიერი წარმატებული ქართველის წინააღმდეგ იბრძვიან და რომ ვერ ხვდებიან, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაც არის,  ნაკლებად სავარაუდოა, უფრო რეალურია, რომ ხვდებიან და ამას შეგნებულად აკეთებენ.

სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ხდება ასე, როდესაც ქართველი ადამიანი წარმატებას აღწევს, სხვა შურიანი ქართველები მას ,,სვავივით მიესევიან”, ხოლმე სწორედ ასეთ მოვლენასთან გვაქვს ამჯერადაც, საქმე.

სპორტული ვებგვერდი ,,marca.ge” ვგმობთ ე.წ. ჟურნალისტების თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიისგან სპორტსმენების მიმართ მიმართულ ბინძურ კამპანიას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს.

ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ ქვეყანაში არსებობდეს კანონი ცილისწამების წინააღმდეგ და ყველა ასეთი უსაფუძვლო,  შეურაცხყოფის ავტორი განურჩევლად პროფესიისა პასუხს აგებდეს, ამ კანონის წინაშე.

PS: @ხვიჩაკვარაცხელია გთხოვთ, ყურადღება არ მიაქციოს ასეთი დაბალი დონის დაგეგმილ კამპანიას და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო იმ საქმის კეთება, რომლითაც სამშობლო უნდა ასახელო.
ეს ე.წ. ჟურნალისტები და მათი ტელევიზიები რამდენიმე წელში არავის ემახსოვრება. შენ კი შრომისა და თავდადებით შეხვალ ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

პატივისცემით ,,marca.ge”-ს სარედაქციო ჯგუფი: კახა მიხანაშვილი, მანანა ლეშკაშელი, შალვა ქობალია, გიორგი გელაშვილი და სხვა.

13 thoughts on “წარმატებული ქართველი სპოტსმენების წინააღმდეგ მებრძოლი ,,პარტიული ტელევიზიები” – ,,ტვ პირველმა” და ,,მთავარმა” ხვიჩა კვარაცხელიას დასცინეს

  1. ხვიჩა კვარაცხელია შემდგარი ფეხბურთელია!!! ყველა ნამდვილი ქართველისთვის უსაყვარლესი პიროვნება!!! საცოდავია ის, ვინც ხვიჩას დასცინებს, ან გალანძღავს, (რბილი ნათქვამია)!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.