ივნისი 1, 2023

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი, პოპულარული გამოცემის Sky Sport-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ეს აღიარება კი ქართველ ფეხბურთელს ავსტრიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ ხვდა წილად, რომელშიც „შტურმმა“ უშუალო კონკურენტ ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

საგულისხმოა, რომ „შტურმი“ პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში კიტეიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა აიწყვიტეს და მეტოქეს ბდღვირი ადინეს. ავსტრიული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

31 ტურის შემდეგ „შტურმი“ 33 ქულით მესამე ადგილზეა და „რაპიდს“ ქულებით გაუთანაბრდა. თუ „შტურმმა“ ეს პოზიცია ჩემპიონატის ბოლომდე შეინარჩუნა, მაშინ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

შემდეგ ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ვოსლბერგერს“ დაუპირისპირდება, სადაც გურამ გიორბელიძე და ლუკა ლოჩოშვილი თამაშობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.