ივნისი 1, 2023

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში კიმდინარე ნაცუ ბაშოზე მე-10 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ოძეკი ტერუნოფუჯი მაისის ბაშოზე შესანიშნავ გამოსვლას აგრძელებს.
მონღოლმა რიკიშიმ წლის მე-3 სუპერტურნირზე მიჯრით მე-10 გამარჯვება იზეიმა.

ამჯერად, ტერუნოფიჯიმ მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ოძეკი ტაკაკეიშომ დღის დასკვნით ორთაბრძოლაში მე-5 მაეგაშირა ონოშოს ოშიდაშიც სძლია.

ოძეკი ასანოიამამ კომუსუბი მიტაკეუმის იორიკირით აჯობა.

ერთადერთი დღეს
ოძეკი შოდაიმ წააგო.
იგი სეკივაკე ტაკაიასუმ დოჰიოდან იორიკირით გააძევა.

სატურნირო მდგომარეობა:
10:0 – ოძეკი ტერუნოფუჯი
8:2:- ოძელი ტაკაკეიშო, #8 ენდო,
7:3 სეკივაკე ტაკაიასუ, კომუსუბი მიტაკეუმი, #6 იჩინოჯო, #14 ჩიოტაირიუ, #12 ოკინოუმი

ოძეკების ხვალინდელი ბრძოლების განრიგი:
ოძეკი შოდაი : #5 ონოშო
#4 მიოგირიუ : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი ასანოიამა : სეკივაკე ტაკანოშო
სეკივაკე ტაკაიასუ : ოძეკი ტაკაკეიშო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.