
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა წაგებების სერია შეწყვიტა.
ლევან გორგაძემ სუპერტურნირზე მე-3 გამარჯვება მე-13 მაეგაშირა იაპონელ დაიამამისთან მოიპოვა.
ჩვენებურმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოზე ცუკიოტოშით გააგორა.
ამ დროისთვის ქართველ სუმიტორს 3 მოგების წილ, 7 მარცხი გააჩნია და სამწუხაროდ, მაკე-კოშის ანუ უარყოფით ბალანსთან ახლოსაა.
ხვალ, ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდება.