სექტემბერი 29, 2022

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,ბარსელონას” გოგონათა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და ლონდონის ,,ჩელსი” 4:0 გაანადგურა.

შვედეთის ქალაქ გიოტებურგში გამართულ მატჩში კატალონიელებმა ოთხივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს.

ლონდონელებმა მატჩი უიღბლოდ დაიწყეს.
პირველი წუთზე გერმანელმა მცველმა მელანი ლეუპოლცი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მე-14 წუთზე ,,ბარსელონას” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.
ალექსია პუტელასმა თერთეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

21-ე წუთზე ალექსია პუტელასის პასი აიტანა ბონმატიმ დედის რძესავით შეირგო და ანგარიში 3:0 გახადა.

36-ე წუთზე ,,ჩელსის” მეკარის გერმანელ ანნ-კატრინ ბერგერის კარი მეოთხედ ნორვეგიელმა კაროლინ ჰანსენმა დალაშქრა.

საბოლოოდ,
,,ბარსელონამ” 4:0 გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.

მეტიც, ,,ბარსელონა” პირველი ესპანური გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონობა იზეიმა.

,,ჩელსი” 0:4 ,,ბარსელონა”
1′ ლეუპოლცი ა.გ. (0-1), 14′ პუტელასი (0-2), 21′ ბონმატი (0-3), 36′ ჰანსენი (0-4)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.