
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ანორთოსისმა 14-წლიანი პაუზის შემდეგ კვიპროსის თასი მოიგო. ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან გამართულ ფინალურ შეხვედრაში (2:1) გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე გიორგი ქვილითამა გაიტანა.
გიორგი ქვილითაია ბელგიური გენტის საკუთრებაა, ანორთოსისში კი მან სეზონი იჯარით გაატარა. საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია – კვიპროსელებს ძალიან სურთ გიორგის შენარჩნება, რომელმაც ანორთისის მაისურით ყველა ტურნირის 31 მატჩში 14 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ყველაფერი გენტის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული – რამდენს მოითხოვს ქვილითაიაში და იქნება თუ არა ის თანხა ანორთოსისთვის მისაღები.
თასის ფინალის შემდეგ, ქვილითაიას შენარჩუნების სურვილი ანორთოსისის წარმომადგენელმა დიმიტრის ხრისტოფორომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
“ჩვენი სურვილი აშკარაა – მოვიძიოთ გზა ქვილითაიას შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს რთული შემთხვევაა. ჩვენ შევეცდებით, მაგრამ მეტის თქმა არ შეგვიძლია”, – აქვეყნებს კვიპროსული მედია ხრისტოფოროს სიტყვებს.