მაისი 17, 2022

რომის მასტერსი პოლონელი ჩოგბურთელის იგა სვიატეკის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

სვიატეკმა გადამწყვეტ ბრძოლაში ჩეხი კაროლინა პლიშკოვა გაანადგურა.

პოლონელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს პირწმინდად 2-სეტში 6-0, 6-0 სძლია.

იგა სვიატეკმა საჩემპიონო მარათონში ფინალამდე ამერიკელი ჩოგბურთელები ალისონ რისკე, მედისონ კისი, კორი გაუფი, ასევე ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა და უკრაინელი ელინა სვიტოლინა დაამარცხა.

პოლონელმა იგა სვიატეკმა რომის მასტერსის თასი კარიერაში პირველად აღმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.