
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა.
რომის მასტერსის ფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგან რაფაელ ნადალს შორის ტიტანთა ბრძოლა შედგა.
ნადალმა ჯოკოვიჩზე უკეთ იასპარეზა და მეტოქე 3-სეტში 7-5, 1-6, 6-3 დაამარცხა.
რაფაელ ნადალმა ფინალამდე 4 ბრძოლა მოიგო.
მან ერთმანეთის მიყოლებით საჩემპიონო გზიდან იტალიელი იანიკ სინერი, კანადელი დენის შაპოვალოვი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ამერიკელი რეილი ოპელკა ჩამოიცილა.
რაფაელ ნადალმა რომის მასტერსი კარიერაში მეათედ მოიგო.