
16 მაისს გაიმართა ქალთა ლიგის მე_5 ტურის შეხვედრა.
გორის “პარკი არენაზე” ერთმანეთს “გორის იუნაიტეტი” და “ლანჩხუთი” დაუპირისპირდა.
მატჩის საწყისი წუთები სტუმრების უპირატესობით წარიმართა.შეხვედრის 30_ე წუთზე თეონა თოდაძემ “ლანჩხუთელები” დააწინაურა.
მიღებული გოლის შემდეგ “გორის იუნაიტედის” დაცვა აირია რითაც ხატია ჭყონიამ 38_ე წუთზე ისარგებლა და “ლანჩხუთელთა” სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი “გორის იუნაიტედი” “ლანჩხუთი” დასრულდა ანგარიშით (0:2).
შეხვედრის 71_ე წუთზე “ლანჩხუთელთა” კარში გოლი გაიტანა ელენე ენჯიბაძემ და სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა (1:2).
მატჩის მიწურულს 90_ე წუთზე “გორის იუნაიტეტის” კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი რომელიც ზუსტად თეონა თოდაძემ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში (1:3) დააპიქსირა.
ამ გამარჯვებით “ლანჩხუთმა” 15 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.