ივნისი 1, 2023

championat-ზე ჟურნალისტმა, ანატოლი რომანოვმა რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების სატრანსფერო ამბები განიხილა და განაცხადა, რომ ფასები “გაბერილია“.

განხილულ მოთამაშეებში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

რომანოვი ამბობს, რომ ქართველი შემტევის ღირებულება 15 მილიონია და რუბინის სურვილი 30 მილიონად გაყიდოს რეალობას მოკლებულია.

20 მლნ ლარსონში, 30 – ხვიჩაში? ვის აპიარებენ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე აქტიურად. ჩვენი ჩემპიონატის დონე დაეცა, ვარსკვლავების ფასები კი მატულობს. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს?

კვარაცხელია უდავოდ კაშკაშა დრიბლიორია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ეს ქართველი გარემარბის მხოლოდ პირველი წარმატებული წელია. გასულ სეზონში რომან შარონოვი ზურიკო დავითაშვილს კვარაცხელიაზე წინაც აყენებდა.

ამას გარდა, ხვიჩას შედეგიანობაც არ გვხიბლავს: მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. 30 მილიონად ამ ასაკის უფრო შედეგიანი გარემარბის პოვნაც შეიძლება“, – წერს ის.

უნდა ითქვას, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესს ევროპული გრანდები იჩენენ, თუმცა ოფიციალური სახე ჯერ არცერთ შეთავაზებას არ მიუღია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.