მაისი 20, 2022

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების ნაწილმა შესაძლოა, ციხე საპროცესო გარიგებით დატოვოს. “პირველების” ინფორმაციით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები მიდის. საქმე ეხება მერსედესის მგზავრებს,რომლებსაც შაქარაშვილთან ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და საბურთალოელების სამეგობრო სცემეს.

 

“პირველების” ინფორმაციით, ნაცემი ახალგაზრდების ერთ ნაწილს ხელი მოაწერინეს შეთანხმებაზე, რომ მათ პრეტენიზია არ ექნებათ, თუკი პატიმრობაში მყოფ მორაგბე ნიკა ჟვანიას და ძუდიოსიტს გიგა ტატიშვილს გაათავისუფლებენ. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, არცერთი მათგანი შააქარაშვილის ცემის ეპიზოდში არ ფიგურირებს და მათთვის ხუთ-წლიანი სასჯელი ძალიან ბევრია. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ტატიაშვილის, ბარბაქაძისა და მუმლაძის ადვოკატებს დაზარალებულ საბურთალოელებთან მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმების გარიგებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებული აქვთ.

 

მსჯავრდებულ ბარბაქაძის მამა “ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ დაზარალებულებს წერილობითი თანხმობისთვის მიმართავენ. ინფორმაციას დაზარალების მხრიდან პრეტენზიის არქონაზე დასტურებს ასევე ძიუდოისტ ტატიაშვილის ადვოკატი. მისი თქმით, გიორგი ქათამაძემ, კონსტანტინე ღიბრაძემ და ვახტანგ ახვლედიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ მათ დაკავებულებთან პრეტენზია არ აქვთ.

 

ციხეში შიმშილობა დაიწყო საბურთალოელების ცემის ეპიზოდის ფიგურანტმა, მორაგბე ნიკა ჟვანიამ. ჟვანია 5 წლიანი სასჯელით უკმაყოფილოა და მეათე დღეა შიმშილობს. მასთან ერთად პროტესტის ნიშნად შიმშილობენ ასევე თენგო ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.