
საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას გუნდი მოსკოვის ,,ცსკა” VTB. ლიგის 1/2 ფინალში გავიდა.
,,ნიჟნი ნოვგოროდთან” გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში მოსკოველებმა 79-75 მოიგეს და სერიაში 2:1 გაიმარჯვეს.
შენგელია ,,ცსკას” სასტარტო ხუთეულში იყო პარკეტზე 27:21 წუთი გაატარა.
ამ დროის განმავლობაში ქართველმა 12 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
,,ცსკა” VTB ლიგის 1/2 სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტს” შეხვდება.
სერია 3-მოგებამდე გაგრძელდება.