
რამდენიმე წუთის წინ ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი რომის მასტერსის ფინალში გავიდა.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა 1/2 ფინალში ამ ტურნირის აღმოჩენა ამერიკელ რეილი ოპელკა დაამარცხა.
ნადალმა იანკ მეტოქეს 2-სეტში 6-4, 6-4 სძლია.
რაფაელ ნადალი მასტერსზე გადამწყვეტ შეხვედრას მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.