სექტემბერი 22, 2023

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მე-7 დღის ორთაბრძოლები შედგა.

დღევანდელი დღე ოძეკებისთვის წარმატებული გამოდგა.
ოთხივე მათგანმა გამარჯვება მოიპოვა.

ოძეკი ტერუნოფუჯიმ მიჯრით მე-7 გამარჯვება სეკივაკე ტაკანოშოსთან იზეიმა.
მონღოლმა რიკიშიმ მეტოქეს ჰატაკიკომით სძლია.
ტერუნოფუჯი მაისის ბაშოზე ერთადერთი წაუგებელი სუმიტორია.

6-1 ბალანი გააჩნია ოძეკი ტაკაკეიშოს . მან დღეს მე-5 მაეგაშირა შოჰორიუ ჰატაკიკომით დაამარცხა.

5 მოგების წილ, 2 მარცხი ოძეკი შოდაის აქვს.
შოდაიმ მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა დიჰიოდან იორიკირით გადადგა.

ოძეკი ასანოიამამ კი მე-4 გამარჯვების მოპოვება მე-4 მაეგაშირა მიოგირიუსთან სუკუინაგეს კიმარიტეთი მოიპოვა.

ოძეკების ხვალინდელი ბრძოლების განრიგი:

ოძეკი შოდაი : კომუსუბი მიტაკეუმი
მე-4 მაეგაშირა მიოგირიუ : ოძეკი ტაკაკეიშო
ოძეკი ასანოიამა : მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუ
კომუსუბი დაიეიშო : ოძეკი ტერუნოფუჯი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *