
„ფერენცვაროშის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უნგრულ გამოცემას, Nemzetisport.hu-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საქართველოს ნაკრების, საკუთარი კლუბისა და უახლოესი გეგმების შესახებ ისაუბრა.
– უკვე საქართველოში იმყოფები?
„დიახ, საქართველოში კვირას ჩამოვედი. მთელი სეზონია საქართველოსგან შორს ვარ და მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ყოფნისას ჩემი ოჯახის წევრები რამდენჯერმე მესტუმრნენ, სახლი მაინც ძალიან მომენატრა. თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ყველაფერი ამ ქალაქთან მაკავშირებს. სახლში ყოფნა, მეგობრებთან შეხვედრა, ქალაქში სეირნობა და საყვარელი ადგილების მონახულება საოცარი შეგრძნებაა“.
– დასასვენებლად არსად მიდიხარ?
„მე და ჩემი პარტნიორი რამდენიმე დღეში დუბაიში ვაპირებთ წასვლას, მაგრამ იქ დიდხანს არ გავჩერდებით, რადგან 22 მაისს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე უნდა გამოვცხადდე. 4-5 დღის განმავლობაში დავისვენებ და არაფერს გავაკეთებ, შემდეგ კი მუშაობას დავიწყებ. რა თქმა უნდა, მთელი დღე პლაჟზე არ ვიწვები და საქართველოს ნაკრებს შესაფერის კონდიციებში უნდა შევუერთდე“.
– განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან გაქვთ სათამაშო…
„დიახ, იოლი გასეირნება არც ერთი შეხვედრა იქნება და ორივე ამხანაგური მატჩი რთულ დაპირისპირებას გვპირდება, რადგან ჩვენი მეტოქეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ამ ტურნირზე კინაღამ ჩვენც გავედით… საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თაობა ძალიან ნიჭიერია და ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. მართალია, ეს საქართველოსთვის დამახასიათებელი რამაა, მაგრამ ახლა ნამდვილი გუნდი ვართ და შეგვიძლია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ერთმანეთის იმედი გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დიდ წარმატებას მივაღწევთ“.
– როგორი შეგრძნებაა უნგრეთში გადმოსვლის შემდეგ ჩემპიონობის ზედიზედ სამჯერ მოგება?
„არც ისე ცუდი“.
– სამი ჩემპიონობიდან შენი ფავორიტი რომელია?
„წლევანდელი ტრიუმფის შემდეგ, მინიმუმ ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორიც მაშინ, როცა ტიტული პირველად მოვიგე. სამივე ჩემპიონობისთვის უდიდესი ბრძოლა გამოვიარეთ და ოქროს მედლები მარტივად არ მოგვიპოვებია. მთელი სეზონის განმავლობაში უამრავი რთული მატჩი ჩავატარეთ და ჩვენი მეტოქეები ჩვენ წინააღმდეგ გაორმაგებული ძალებით თამაშობდნენ. მართალია, მეორეადგილოსანს ბევრით გავუსწარით, მაგრამ ჩემპიონობის მოპოვება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. წლევანდელი ტიტული ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრავმები თავიდან ავირიდე და მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა გამოვტოვე“.
– მიუხედავად ამისა, ყველა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიგიღია. ეს როგორი გამოცდილება იყო?
„დიდ კლუბში ეს ჩვეულებრივი რამაა. თითოეულ პოზიციაზე მაღალი კონკურენციაა და ადგილი გარანტირებული არავის აქვს, ამიტომ ბრძოლა აუცილებელი გახლავთ. მეორე მხრივ, რებროვმა ფეხბურთელებთან ერთად საჭადრაკო პარტიის თამაში სცადა, რადგან ისინი არ გადაღლილიყვნენ და ეს ყველაფერი ტრავმით არ დასრულებულიყო. როგორც ხედავთ, მთელი სეზონის განმავლობაში თითქმის ყოველთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვყავდა და ეს ადასტურებს, რომ სამწვრთნელო შტაბმა თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა“.
– ბოლო სამ ტურში 3 ცენტრალური მცველით ითამაშეთ. როგორ მოგეწონა ეს ტაქტიკური სქემა?
„3 ცენტრალური მცველის ყოლა არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დაცვით ფეხბურთზეა ორიენტირებული. პირიქით, ამ სისტემაში შემტევი სულის წარმოჩენაა შესაძლებელი, რადგან ვინგბექები შეტევაში აქტიურად ერთვებიან. ამ სქემას დიდი კლუბებიც იყენებენ და ბოლოს ამ ტაქტიკით რეალმა ითამაშა. ჰონვედისა და ფეჰერვარის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში დავამტკიცეთ, რომ ამ სისტემით ფერენცვაროშიც სახიფათოა. დარწმუნებული ვარ, 3 ცენტრალური მცველით ასპარეზობა სარგებელს მოგვიტანს და თუ ასე მოხდა, ამ ტაქტიკას მომავალშიც გამოვიყენებთ“.
– ოქროს მედლებს სად ინახავ?
„ყველა მათგანი საქართველოში ჩამოვიტანე. უნგრეთში ჩემი ერთ-ერთი ოთახი მუზეუმს ჰგავს. უამრავი მედლის გარდა, იქ ფოტოებსაც შეხვდებით. საბედნიეროდ, ახლა სამახსოვრო რაღაცები ჩემპიონთა ლიგიდანაც მაქვს“.
You ought to be a part of a contest for one of the finest sites on the net.
I most certainly will recommend this site!
I pay a quick visit everyday a few web sites and sites to
read posts, but this webpage offers quality based content.
Hi, I check your new stuff daily. Your humoristic style is
witty, keep doing what you’re doing!
Hey there! Do you use Twitter? I’d like to follow you if that would be
ok. I’m undoubtedly enjoying your blog and look forward to
new updates.
Keep on working, great job!
Hi there, There’s no doubt that your website might be having web browser compatibility
issues. When I take a look at your site in Safari, it looks fine however when opening in Internet
Explorer, it’s got some overlapping issues. I simply wanted to give
you a quick heads up! Besides that, excellent website!
Very energetic article, I loved that bit. Will there be a part 2?
Hello, I do think your web site may be having internet browser compatibility issues.
Whenever I look at your blog in Safari, it looks fine however, when opening in I.E., it has some overlapping issues.
I merely wanted to give you a quick heads up!
Aside from that, fantastic blog!
Your way of describing everything in this piece of writing is actually fastidious,
all be capable of easily be aware of it, Thanks a lot.
It’s hard to come by educated people for this subject,
but you sound like you know what you’re talking about!
Thanks
Hey there! I know this is somewhat off topic but I
was wondering if you knew where I could locate a captcha plugin for my comment form?
I’m using the same blog platform as yours and I’m having difficulty finding one?
Thanks a lot!