
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტენერიფეს” კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 2020/21 წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.
საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობას ესპანეთის პირველობის („ლიგა ენდესა“) მოთამაშეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები იღებდნენ.
გამოკითხვაში მონაწილეობის უფლება ასევე გულშემატკივრებს
,,Instagram”-ისა Tweeter-ის გვერდებზე ჰქონდათ.
გიორგი შერმადინმა ჯამში 19 621 ხმა მიიღო და მეორე ადგილზე გასულ მადრიდის ,,რეალის” კალათბურთელ ედი ტავარესს 71 81 ხმით გაუსწრო.
კაპო ვერდელმა 12 440 ხმა დაიმსახურა.