საფეხბურთო კლუბ ,,თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
კახეთის გუნდს 41 წლის გიორგი მიქაძე გაწვრთნის
გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში და ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ თამაშობდა თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივში”, “ზესტაფონში” და კიდევ არაერთ ქართულ კლუბში. სამწვრთნელო საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო და ,,ზესტაფონში”, მარტვილის ,,მერანში”, საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში, ასევე ,,სამტრედიაში” მუშაობდა.
სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც – ბესიკ აბულაძე, ვინც გუნდს რევაზ გოცირიძის წასვლის შემდეგ დროებით წვრთნიდა, მიქაძის პირველი თანაშემწე იქნება, ხოლო მეორე ასისტენტად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 39 წლის სერგი ორბელაძე იმუშავებს, მეკარეების მწვრთნელი კი 44 წლის ლევან აბაშიძე იქნება.
Crystalbet ეროვნულ ლიგაში „თელავი“ 8 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.
მომდევნო ტურში თელაველები 16 მაისს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდებიან.