
სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს ერთადერთი დაუმარცხებელი რიკიში ოძეკი ტერუნოფუჯი შემორჩა.
,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ტერუნოფუჯიმ მე-6 გამარჯვება იზეიმა.
მონღოლმა სუმიტორმა ამჯერად, მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუ დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
ოძეკი ტაკაკეიშომ რიგით მე-5 ბრძოლა მოიგო.
მან ცუკიდაშის კიმარიტეთი მე-2 მაეგაშირა ტობიძარუ დაამარცხა.
დღეს, ოძეკები შოდაი და ასანოიამა დამარცხდნენ.
შოდაიმ მე-4 მაეგაშირა მიოგირიუსთან ვერაფერი გააწყო და ოშიდაშით წააგო.
ასანოიამამ კი ბრძოლა მე-4 მაეგაშირა კირიბაიამასთან უვატენაგეთი დათმო.
ოძეკების ხვალინდელი ბრძოლების განრიგი ასეთია:
#5 ჰოშორიუ : ოძეკი ტაკაჯეიშო
ოძეკი ასანოიანა : #4 მიოგირიუ
სეკივაკე ტაკანოშო : ოძეკი ტერუნოფუჯი
ოძეკი შოდაი : #4 კირიბაიამა