
უახლესი ინფორმაციით, მარის სულ რაღაც 0,36 წამის მეასედი დააკლდა ლიცენზიამდე.
მან ევროპის სალიცენზიო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.
გოგონების C1 200 მეტრიან გაცურვაში მხოლოდ პირველი ადგილი იღებდა ტოკიოს საგზურს.
,,მარიმ ყველას დაანახა მისი ბრძოლისუნარიანობა, ის ქალთა მსოფლიო კანოეს ლიდერთა შორისაა.” – საქართველოს კანოეს ფედერაცია.
შეგახსენებთ რომ მომავალ კვირას, რუსეთის ქალაქ ბარნაულში, გაიმართება ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების მეორე ეტაპი. სადაც, ჩვენს საამაყო სპორტსმენს კიდევ ერთი შანსი აქვს ტოკიოს საგზურის მოსაპოვებლად.
წარმატებები მარის.