დეკემბერი 7, 2022

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 2 ტურის ადრე მადრიდის ,,ატლეტიკომ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობისკენ გაიწია.

მადრიდის, ,,ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე დიეგო სიმეონეს ბიჭებმა ბელგიელ იანიკ კარასკოსა და არგენტინელ ანხელ კორეას გოლებით ბასკური ,,სოსიედადი” 2:0 დაამარცხეს.

ამ გამარჯვების შემდეგ მადრიდის
,,ატლეტიკომ” თავი 80 ქულას მოუყარა ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
მე-2 ადგილზე ამ დროისთვის 77 ქულით ,,ბარსელონა” იმყოფება.
,,რეალს” 76 ქულა გააჩნია და მე-3 პოზიციაზეა, თუმცა ზინედინ ზიდანის გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მადრიდელები დღეს, სტუმრად, ,,გრანადას” შეერკინებიან.

75 ქულით ჩემპიონობის მცირე შანსს ინარჩუნებს ანდალუსიური ,,სევილია”.
ხულენ ლოპოტეგის გუნდმა 36-ე ტურში ,,ვალენსიას” მაროკოელ იუსეფ ენ ნესირის გოლით 1;0 სძლია.

,,ატლეტიკო” 2:1 ,,სოსიედადი”
26′ კარასკო (1-0), 28′ კორეა (2-0) 83′ ზუბელდია (2-1)

,,სევილია” 1:0 ,,ვალენსია”
66′ ენ ნესირი

,,სელტა” 1:0 ,,ხეტაფე”
24′ ნოლიტო

,,ეუესკა” 1:0 ,,ბილბაო”
61′ რამირესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.