მაისი 18, 2022

ავტორიტეტულმა ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა “ეკიპმა” ტოპ 14-ის 23-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

 

აღნიშნულ კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში ფიგურირებს საქართველოს ნაკრების და “ტულონის” მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელმაც შაბათს “ტულუზთან” შინ მოგებულ (44:10) მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა.

 

“ბექა 70 წუთის განმავლობაში შერკინებაში ნამდვილი დომინანტი იყო და მის ოპონენტს როდრიგე ნეტის ძალიან ცუდი საღამო ჰქონდა. გიგაშვილი “ტულონს” მარტის ბოლოს რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან დაუბრუნდა, სადაც საქართველოს ნაკრებს მორიგი ტიტულის მოგებაში დაეხმარა. ამის შემდეგ, მან მხოლოდ გასულ კვირას “აჟენის” წინააღმდეგ ითამაშა. ის “ტულონის” შერკინებისთვის ძალიან დიდი ძალა, ძლიერი ელემენტია”, – წერს “ეკიპი” გიგაშვილზე.

 

გიგაშვილმა მიმდინარე ტოპ 14-ში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 ლელოს გატანა მოახერხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.