მაისი 22, 2022

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში” მარტვილში, ადგილობრივმა ,,მერანმა” ,,რუსთავი” დაამარცხა.

მეგრელებმა ქვემო ქართლელებს 2:0 სძლიეს.

მარტვილელთაგან გოლები მალელმა შეიკნე სილამ და ნიკოლოზ ხარაბაძემ გაიტანეს.

წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ბოლნისის ,,სიონი”.
მათ მე-13 ტურის შეხვედრაში თბილისის ,,შევარდენი” 3:0 გაანადგურეს.

ლიგა 2-ის ლიდერი გუნდიდან თავი გატანილი გოლებით ლაშა ქოჩლაძემ, ვეტერანმა გოგიტა გოგუამ და დათა სიჭინავამ გამოიჩინეს.

თორნიკე მუმლაძისა და სანდრო შეწირულის გოლებით ,,გაგრამ” ,,ვიტ ჯორჯია” 2:0 დაამარცხა.

ამ დროისთვის ჩემპიონატს ,33 ქულით სათავეში ბოლნისის ,,სიონი” უდგას.
მე-2 ადგილზე 27 ქულით ,,გაგრა” იმყოფება.
19 ქულით მე-3 პოზიციას მარტვილის ,,მერანი” ქულით იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.