ივნისი 1, 2023

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მე-13 ტურის შეხვედრაში ქუთაისის ,,ტოროედომ” პირველი გამარჯვება მოიპოვა.

იმერულმა კლუბმა თელავში, ,,კავკასიონი არენაზე” ადგილიბრივი გუნდი 4:0 გაანადგურა.

რიონისოირელებიდან კახელების კარში გოლები ირაკლი ძარიამ, ბელარუსმა დმიტრი რეკიშმა, ოთარ კვერნაძემ და ალეკო ჩაკვეტაძემ გაიტანეს.

,,ტორპედომ” ამ გამარჯვების შემდეგ 10 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე გადავიდა.
,,თელავი” კი 8 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

,,თელავი” 0:4 ,,ტორპედო” (ქუთაისი)
27′ ძარია (0-1), 41′ რეკიში (0-2), 60′ კვერნაძე (0-3), 88′ ჩაკვეტაძე (0-4)

,,დილა” (გორი) 1:2 ,,სამგურალი”
(წყალტუბო)
4′ კირკიტაძე (1-0), 68′ ახვლედიანი (1-1) 73′ ეტო (1-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.