
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის რომის მასტერსს პირველ წრეში დაემშვიდობა.
ბასილაშვილს ATP-ს რეიტინგის მე-9 ჩოგანის მატეო ბერეტინის სახით ძლიერი მეტოქე შეხვდა.
ბასილაშვილისა და ბერეტინის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა.
აპენინელმა ჩოგბურთელმა ჩვენებურს 3-სეტში 4-6, 6-2, 6-4 სძლია.
მადრიდის მასტერსის ფინალისტი მატეო ბერეტინი რიმის კორტებზე მეორე შეხვედრას ავსტრალიელ ჯონ მილმენთან ჩაატარებს.