მაისი 20, 2022

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ “სერაინის” რიგებში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

მიქაუტაძემ ბელგიის მეორე ლიგაში სულ 20 გოლი გაიტანა, გადამწყვეტ მატჩში კი “ბევერენს” დუბლი შეუსრულა და გუნდი უმაღლეს ლიგაში დააწინაურა.

მიქაუტაძე “სერაინში” იჯარის წესით თამაშობდა, მომავალი სეზონიდან კი კვლავ “მეცის” ფეხბურთელი იქნება.

“სერაინში კარგი პერიოდი გავატარე და ახლა კლუბს ბედნიერი ვტოვებ. დიდი მადლობა ყველას.

უკვე ახალი მიზანი მაქვს – ჩემი მთავარი ამოცანა მეცის სასტარტოში ადგილი დამკვიდრებაა”, – განაცხადა მიქაუტაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.