
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მე-3 დღის ბრძოლები ჩატარდა.
დღეს, ოძეკი ტერუნოფუჯიმ სუპერტურნირზე მიჯრით მე-3 დაპისპირება მოიგო.
მონღოლმა რიკიშიმ მე-2 მაეგაშიტა ტობიძარუ უვატენაგეს კიმარიტეთი დაამარცხა.
ტერუნოფუჯი ერთადერთი.ოძეკია, რომელსაც მაისის ბაშოზე ჯერჯერობით 100%-იანი შედეგი აქვს.
დღეს, წარმატებას მიაღწია ოძეკი შოდაიმაც. მან კომუსუბი დაეიეშო ცუკიოტოშით სძლია.
ოძეკი ტაკაკეიშომ პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის მე-3 მარცხი აგემა.
ტაკაკეიშომ მეტოქესთან ოშიდაშით გაიმარჯვა.
ზედიზედ მე-2 ბრძოლა წააგო ოძეკი ასანოიამამ.
ასანოიამას პირველმა მაეგაშირა ვაკატაკაკაგემ იორიტაოშით მოუგო.
ესეც ოძეკების ხვალინდელი განრიგი:
ოძეკი შოდაი : #2 ტობიძარუ
#2 მეისეი : ოძეკი ტაკაკეიშო
ოძეკი ასანოიამა : #1 ჰოკუტოფუჯი
კომუსუბი მიტაკეუმი : ოძეკი ტერუნოფუჯი