
სუმოს წლის მე-3 სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიში ტოჩინოშინმა მე-3 შეხვედრა ჩაატარა.
ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ლევან გორგაძე მე-7 მაეგაშირა ექს-სეკივაკე ტაკარაფუჯისთან დამარცხდა.
იაპონელმა სუმიტორმა ჩვენებურს ოშიდაშით მოუგო.
გორგაძეს მიმდინარე მაისის ბაშოზე 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.
ხვალ, ტოჩინოშინი დოჰიოზე მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმის წინაშე დადგება.