მაისი 22, 2022

12 მაისს, თბილისის დროით 00:00-ზე „ბარსელონა“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს და ლა ლიგის 36-ე ტურში სტუმრად „ლევანტეს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ გუნდებმა 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნეს.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ვალენსიელთა თავკაცის, პაკო ლოპესის რჩეულთა შორის გიორგი ქოჩორაშვილის სახელს ვხედავთ და ქართველ ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ თამაშის შანსი აქვს. „ლევანტეს 23-კაციან სიაში 21 წლის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი მოხვდა, რომელმაც ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრა გასულ სეზონში ჩაატარა“, – წერს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა „ბეტისის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ქოჩორაშვილი მოედანზე 89-ე წუთზე, მატჩის ერთ-ერთ გმირ ხოსე ლუის მორალესის ნაცვლად შეიყვანეს. იმ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო, გიორგის კი მინდორზე 6-7 წუთის გატარება მოუწია და საკუთარ გუნდს, რომელიც უკვე 10 კაცით თამაშობდა, თამაშის გამარჯვებამდე მიყვანაში დაეხმარა.

ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილმა 16 დეკემბერს, ესპანეთის თასის მატჩში “მურსიასთან” ასევე შეცვლაზე ითამაშა და თავის პირენეულ კარიერაში პირველი გოლიც გაიტანა. ლა ლიგაში კი მისი დებიუტი გასულ სეზონში, 12 ივლისს, “ბილბაოსთან” შეხვედრისას შედგა

15 thoughts on “გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა “ბარსელონასთან “ითამაშოს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.