მარტი 29, 2024

8 მაისს ბათუმი მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა. ამ ქალაქში, სპორტის ეს სახეობა და თავიანთი საყვარელი გუნდი განსაკუთრებით უყვართ და არც გულმხურვალე გულშემატკივრობა ესწავლებათ, რისი დასტურიც სწორედ ორი დინამოს – ბათუმის და თბილისის დერბი გახლდათ.

ბათუმის ახალი და კოხტა სტადიონი ამ დაპირისპირებით გაიხსნა. გიგა გეგუჩაძის გუნდმა საკუთარ არენაზე მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა და სტადიონის გახსნაც პრინციპულ მატჩში გამარჯვებით აღნიშნა. ბათუმელებმა, თბილისის „დინამო“ ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლის წყალობით, მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხეს.

ბათუმელთა და საქართველოს ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე ამ გამარჯვებას და ზოგადად 8 მაისის დაპირისპირებას, სტადიონზე შექმნილ გარემოს საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როცა ადამიანი გადაწყვეტ, რომ გინდა, საკუთარი თავი ფეხბურთს მიუძღვნა, ნებისმიერი ჩვენგანი იწყებს იმაზე ფიქრს, რა სურს და როგორ გარემოში უნდა, რომ აკეთოს საყვარელი საქმე. ყოველთვის მსურდა, ფეხბურთი ასეთ გარემოში მეთამაშა, თითქოს სხვა განზომილებაში ვიყავი, ბათუმელმა ქომაგმა გულშემატკივრის კულტურა ჩვენს ქვეყანაში განსხვავებულ დონეზე აიყვანა!

დიდი მადლობა სტადიონზე მოსულ ყველა გულშემატკივარს და დიდი მადლობა მათ, ვისაც გულით სურდა, გუშინ სტადიონზე ჩვენ გვერდით ყოფილიყო, თუმცა ეს ვერ მოახერხა. პირველ ადგილზე ვართ და დინამოების დერბი ჩვენია!“ – წერს ლაზარე კუპატაძე.

12 ტურის შემდეგ, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებას 25-25 ქულით სწორედ ბათუმის და თბილისის „დინამოები“ ლიდერობენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *