მაისი 17, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური სერენის ახალგაზრდა ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მისი გუნდის ჟუპილერ ლიგაში გადასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა.

“სიტყვები არ მყოფნის, საოცარი ამბავი მოხდა. მართლაც ძალიან გახარებული ვარ. ამ სეზონში ჩვენი ძალა ერთიანობაში იყო. გუნდური თამაშის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით. ქვედა ლიგაში მე-2 ადგილი დავიმსახურეთ და ახლა, ელიტაში ვითამაშებთ. ეს ფანტასტიკაა”.

შეგახსენებთ, რომ სერენმა ჟუპილერ ლიგის საგზური ბევერენთან ორრაუნდიან პაექრობაში მოიპოვა და 20 წლის ქართველი თავდამსხმელი ამ დაპირისპირების მთავარ გმირად იქცა. მიქაუტაძემ მეტოქეს საშინაო მატჩში პენალტით გაუტანა, სტუმრად კი 2 გოლი (1 ისევ პენალტით) შეაგდო და საგოლე პასიც მიითვალა.

გიორგიმ სერენის აღზევებით ძალიან კი გაიხარა, თუმცა, სავარაუდოა, რომ ბელგიაში თამაში აღარც მოუწევს, რადგანაც ფრანგული მეცის საკუთრებაა და ახლა, ლიგა 1-ის კლუბში ბრუნდება. სერენში ის იჯარით თამაშობდა და სეზონში 22 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.